არჩევნები 2016

ჯაფარიძე: პაატა ბურჭულაძე მაშანტაჟებდა

დღეს მოხდა კონკრეტული რაღაც, რის გამოც გირჩმა დატოვა ეს ბლოკი. ხაზს ვუსვამ, გირჩმა დატოვა ეს ბლოკი, იმიტომ, რომ სხვა განცხადება გააკეთა პაატა ბურჭულაძემ. დღეს იყო შეხვედრა, ხვალ არის ბოლო ვადა, როდესაც შეიძლება საპარლამენტო სიებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მე დამირეკეს და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. ამ შეხვედრას ესწრებოდა 30-40-მდე ადამიანი და იმედია, ისინი დამემოწმებიან, რომ არც ერთ სიტყვას არ მოვიტყუები, რასაც ვიტყვი. როდესაც მივედი ამ შეხვედრაზე, პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ მას უნდა, რომ გირჩის წევრები ამოიღოს სიიდან. ჩემზე არ იყო საუბარი, მან მითხრა, რომ მე სიაში დავრჩები და გავალ პარლამენტში, მაგრამ ვინც არიან გირჩის წევრები სხვები, მან უნდა ამოიღოს სიიდან. ჩემთვის ეს იყო სრული მოულოდნელობა, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რაზე იყო საუბარი. მერე გავარკვიე, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ რაღაცას - ეს ადამიანი მაშანტაჟებდა მე პირადად, რომ თუ გირჩი არ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოტანას, კონკრეტულ რიცხვს არ დავასახელებ, გირჩის წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიის სიიდან, რაზეც ცხადია, მე უარი განვაცხადე. უარი ვთქვი, რომ მე დავრჩენილიყავი სიაში, საქმე არის ძალიან მარტივ რაღაცასთან - შანტაჟთან. ადამიანი ითხოვდა ფულს, მე არ მგონია, რომ ეს ფული ბლოკისთვის ყოფილიყო, მაღალი ალბათობით პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. ეს არის რეალობა, ყველაფერი, რაზეც ბურჭულაძემ ისაუბრა რუსთავი 2-ის ეთერში არის ბოდვა

გირჩის წევრი ზურაბ ჯაფარიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში. შეგახსენებთ, რომ გირჩმა ბლოკი დღეს დატოვა.

კომენტარები