არჩევნები 2016

ბოკერია: ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხესა და დევნილობაში

გვინდა, მოვუწოდოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ საქართველო არ დატოვონ, ისინი უბრალოდ, უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ, ნორმალურ განვითარებას. ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში, ხელისუფლებები არჩევნებში მარცხის შემდეგ, დევნილობაში კი არ მიდიან, ან მითუმეტეს ციხეში, უბრალოდ, გადადიან ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაში არის სრული კონსენსუსი - მიუხედავად ამ წლების განმავლობაში ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ, ჩვენი აზრით, ჩადენილი არაერთი დანაშაულისა, არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ, არ უნდა განხორციელდეს მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა. ეს სჭირდება ქვეყანას. 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ეს ძალიან უსიამოვნო იყო, ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, იმიტომ, რომ ოდესღაც, ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო არჩევნების გზით. ეს ტესტი საქართველომ მაშინ ჩააბარა, მაგრამ ახალმა ხელმძღვანელობამ, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ვერ ჩააბარა მეორე ტესტი - შეგუებოდნენ იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება და ახალი ოპოზიცია არის ბუნებრივი ნაწილი მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. 8 ოქტომბერს ივანიშვილის მარცხის შემდეგ ჩვენ მეორედ შევცვლით მშვდობიანად და არჩევნების გზით ხელისუფლებას და საქარველო ჩააბარებს ამ მეორე ტესტსაც - გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხესა და დევნილობაში.

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ და ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართეს. მათი ინფორმაციით, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ივანიშვილი ქვეყნიდან წასვლას აპირებს.

კომენტარები