გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

პრეზიდენტი: იმედია, გამოჯანმრთელდებიან და არ გვეყოლება ტერაქტის მსხვერპლი

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დროზე გამოსწორდება და ჩვენ არ გვეყოლება ასეთი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი ქალაქის ცენტრში. ეს არის კრიმინალის ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ, კრიმინალის - პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ეს არის კრიმინალის შეტევა ნორმალურ პოლიტიკურ დემოკრატიულ პროცესზე. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში თავმოყრილი არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები, პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს ხედავენ, როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერთმანეთთან, ასე ჰგონიათ, რომ მიიღებენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქებაზე, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები