არჩევნები 2016

ბაქრაძე: ჩვენი გამარჯვება უნდა იყოს საქართველოს გამარჯვება

თქვენთან ერთად 3 დღეში წერტილი უნდა დავუსვათ დაპირისპირებას და ზიზღს. წერტილი უნდა დავუსვათ ბოღმას და წარსულის ნგრევას. წერტილი უნდა დავუსვათ ერთმანეთისთვის ქვის სროლას და ყველამ ერთად, ხელჩაჭიდებულებმა დავიწყოთ ახალი, უკეთესი საქართველოს შენება ახალი ენერგიით! იმ საქართველოსი, სადაც არავინ არავის არ დაუწყებს ქვის სროლას და დაპირისპირებას. იმ საქართველოსი, სადაც ყველა ერთად ვიცხოვრებთ უკეთესად იმიტომ, რომ ჩვენი გამარჯვება არ არის პარტიის გამარჯვება. მე ვარ ამ პარტიაში, თითოეული ჩვენგანი, თითოეული თქვენგანი, ჩვენ ყველა ვართ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მხარდამჭერები და გულშემატკივრები. მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის არ არსებობს უფრო დიდი პარტია, ვიდრე ეს არის საქართველო! ჩვენი გამარჯვება უნდა იყოს საქართველოს გამარჯვება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე ვარდების მოედანზე გამართულ ენმ-ის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები