არჩევნები 2016

უსუფაშვილი: მირჩევნია, პატრიოტთა ალიანსი იყოს პარლამენტში, ვიდრე პარლამენტს გარეთ

მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსი რჩება პირადად ჩემთვის და რესპუბლიკური პარტიისთვის პირველ კონკურენტ პოლიტიკურ ძალად იდეოლოგიისა და შეხედულებების თვალსაზრისით, მირჩევნია, რომ ისინი იყვნენ პარლამენტში, ვიდრე პარლამენტს გარეთ. როცა ვლაპარაკობ მრავალპარტიულ პარლამენტზე, არ ვლაპარაკობ მრავალრესპუბლიკურპარტიიან პარლამენტზე. იმაზე ვლაპარაკობ, რომ მოსახლეობის განწყობები პარლამენტში ადეკვატურად იყოს წარმოდგენილი. ვიცი, რომ არის ხალხი, რომელიც მხარს უჭერს პატრიოტთა ალიანსს, საკმარისი მხარდაჭერა აქვთ და თუ შედეგი მიიღეს და ციფრებიდან გამომდინარე იმსახურებენ პარლამენტში ყოფნას, ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში. ბოლო 10 ოლქის შედეგები არ უნდა იყოს გამოკიდებული და არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ არსებობდეს კითხვები.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პატრიოტთა ალიანსის პარლამენტში შესაძლო მოხვედრაზე.

კომენტარები