გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ვოლსკი: არ გამოვრიცხავ, თარგამაძის აფეთქება იყოს სააკაშვილის სცენარის ნაწილი

მე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც სააკაშვილმა ჩაიფიქრა [გივი თარგამაძის აფეთქება], მე ვფიქრობ, რომ არსებობს ამ ქაოსიდან, ამ არეულობიდან რაიმე დივიდენდის მიმღები დაინტერესებული უამრავი მხარე, მაგრამ თვითონ ეს ქაოსი, დაპირისპირების დაგეგმვა, ეს სცენარი სააკაშვილმა შექმნა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს თემაც, ეს აფეთქებაც იყოს ამ სცენარის ნაწილი. ვინ სარგებლობს ამით, როცა შენ შექმნი ასეთ მდგომარეობას ან ცდილობ, რომ შექმნა, ნებისმიერი თემა შეიძლება, გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია და სააკაშვილი ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია. მე დასკვნებს არ ვაკეთებ, მე აღვწერ სიტუაციას, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაზე.

კომენტარები