არჩევნები 2016

კახიძე: ენმ არ გადაიქცევა ქუჩის ოპოზიციად, ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ყველა ფლანგზე

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში, ასევე შევდივართ პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა არ გადაიქცევა ქუჩის ოპოზიციად, ნაციონალური მოძრაობა განაგრძობს ბრძოლას ყველა ფლანგზე - ეს იქნება პარლამენტი, ეს იქნება მერია, ეს იქნება საკრებულო, ეს იქნება გამგეობა, ეს იქნება, ასევე, კონსტიტუციით დაშვებული პროტესტის ფორმები, მათ შორის, ქუჩის გამოსვლები. ჩვენ ბრძოლის ყველა კანონიერ და კონსტიტუციურ მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მივიღოთ ჩვენი ამომრჩევლისგან, დავასრულოთ ივანიშვილის მმართველობა და წავიყვანოთ ქვეყანა წინ.

ენმ-ის წევრი ოთარ კახიძე რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები