არჩევნები 2016

ბენიძე: საარჩევნო სისტემა პარლამენტში ხალხის რეალურ განწყობას არ ასახავს

ეს არ არის ძალაუფლების უზურპაცია, ეს არის უბრალოდ მახინჯი საარჩევნო სისტემის შედეგი. ამის შესახებ ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ არსებული სისტემა არის იმდენად მახინჯი, რომ ის უზრუნველყოფს მნიშვნელოვან დისპროპორციას და დისბალანსს მანდატებისა ამომრჩევლის ხმებთან მიმართებით. შესაბამისად, ეს არის გამოსასწორებელი. ეს თავის მხრივ არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, არც ხელისუფლების და არც პარლამენტის ლეგიტიმაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. უბრალოდ, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხალხის რეალური განწყობის ასახვას პარლამენტში ხელს არ უწყობს. ეს არის პირველი რიგის პრობლემა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ტაბულას კითხვაზე: "პარტიას, რომლის მხარდაჭერა 48%-ია, უნდა, რომ პარლამენტში გააკონტროლოს 75%. ხედავთ თუ არა ძალაუფლების უზურპაციის ნიშნებს?"

კომენტარები