არჩევნები 2016

მელია: ოჯახებს ემუქრებიან, აშანტაჟებენ და სთხოვენ, არჩევნებზე არ წავიდნენ

უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ფინანსური პოლიცია სავაჭრო ჯიხურებში შედის და ემუქრება დახურვით. ძველი ბიჭებით, კრიმინალებით, მათ შორის, საგანგებოდ ჩამოყვანილი კრიმინალებით აქ მცხოვრებ ოჯახებს ემუქრებიან, აშანტაჟებენ და სთხოვენ, არჩევნებზე არ წავიდნენ. ვერაფერს მიაღწევს ვერც გუბერნატორი შონია, ვერც კალაძე და ვერც ივანიშვილი. ეს ზამბარა, რომელიც დაჭიმა ივანიშვილმა, აუცილებლად უკუეფექტს გამოიღებს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს და პროექტ კარდაკარს განაგრძობენ.

კომენტარები