არჩევნები 2016

პრემიერი: ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება ძალიან დინამიური

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ არჩვენვები დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა საბოლოო კონსულტაციები ამაზე გაიმართება, იმ უმრავლესობასთან, რომელიც მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება და ჩამოყალიბდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე. ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პირადად, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები მინდა რომ არ გავაკეთოთ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები, იმიტომ, რომ გვინდა სიჩქარეები ავიღოთ კიდევ უფრო მეტი და ასეთი ტიპის ცვლილებები, როგორც წესი სიჩქარეებს აგდებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა სამინსიტროების სტურქტურაში, შიგნით იქნება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები და მთავარობის ადმინსიტრაციული დანახარჯების მიმართ იქნება ძალიან კონსერვატიული მიდგომა. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ შეუერთდება საგაერო საქმეთა სამინისტროს და თვითონ სამინისტროებში, რამდენიმე საკადრო ცვლილებასაც ვგეგმავ. ყველა მინისტრთან უკვე ეს კონსულტაციები გამართულია, მათ შორის ახალი მინისტრობის კანდიდატებთანაც უკვე გამართული გვქონდა წინასწარი საუბარი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება ძალიან დინამიური. ჩვენ გვექნება ძალიან მაღალი სიჩქარე აღებული, იმისათვის რომ ის ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, შესრულებული იქნას და ოთხი წლის თავზე, ჩვენ მივიღოთ თვისობრივად და ხარისხობრივად განსხვავებული ქვეყანა. ეს აუცილებლად მოხდება და ის მინისტრთა კაბინეტი, რომელიც იქნება წარდგენილი პარლამენტში, ამას საპარლამენტო გუნდთან ერთად აუცილებლად უზრუნველჰყოფს. რადიკალურის დარქმევა [ცვლილებებზე] რომ არ მინდა, ამას თავიდანვე მიხვდით. ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი, ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება, მაგრამ დღეს დაანონსება არასწორად მიმაჩნია. ცვლილებები დაახლოებით ორი-სამი სამინისტროს მიმართულებით იქნება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე დღეს ვერ ასრულებს საქმეს. უბრალოდ, დრო იცვლება, მოთხოვნები ახალია, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ძალიან მაღალ სიჩაქარეებს საჭიროებს. ცვლილებები იქნება ეკონომიკურ გუნდშიც და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება კაბინეტი, რომელიც ძალიან მაღალ დინამიკას შექმნის ქვეყანაში.

პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი ტელეკომპანია იმედთან ექსკლუზიურ ინტერვიუში

კომენტარები