რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: არც რუსთავი ორის ბედი მაინტერესებს და არც მისი მოწინააღმდეგე მხარის

ურთმელიძის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მე ვთქვი და ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი, მარტო რუსთავი ორს თუ არ მოუსმენთ და სხვა ტელევიზიებსაც მოუსმენთ, ეგებ უკეთ გაიგოთ, რომელმა მინისტრმა რა თქვა. ის გადაწყვეტილება რაღაცნაირად დახუნძლული მომეჩვენა, მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურებოდა, ბოდიშიც მოვიხადე, რომ ვაფასებ-მეთქი, სასამართლო გადაწყვეტილებას, ისიც ვთქვი - მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე, უკეთეს გადაწყვეტილებას დავწერდი-მეთქი. ვიმეორებ ამას, იმიტომ, რომ რა-რა და, სასამართლო გადაწყვეტილებების წერა ვიცი კარგად, ამას ვაკეთებდი 10 წელი სტრასბურგში. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა გიპასუხოთ, რუსთავი ორის ბედი არ მაინტერესებს, არც მისი მოწინააღმდეგე მხარის ბედი არ მაინტერესებს. სასამართლოშია ეს დავა და ყველამ თავის ადვოკატს, დაცვას და მის გაძლიერებას უნდა მიხედოს, მოსამართლე გადაწყვეტს, რა გადაწყვეტილება მიიღოს.

 

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები