საქართველოს პარლამენტი

კვირიკაშვილი მელიას: თქვენი სტილი არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება

ბატონო ნიკა, თქვენი სტილი, რომ თან ადამიანს უთხრა, რომ - "ნომინალური ხარ", თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, არის ყველანაირი ეთიკის წრიდან გასული. ორი დღეა, ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება და თუ ნომინალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს ნაციონალური მოძრაობა, სწორედ ეს არის ჩემთვის კითხვის საგანი და არა ის, რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას კითხვაზე - "მართლა შემიძლია დავიჯერო თქვენი გუშინდელი განცხადება, რომ [რუსთავი 2-ის საქმეზე] საქმის კურსში არ ხართ, რადგან განცდაა, რომ თქვენ ნომინალურად ასრულებთ პრემიერმინისტრის მოვალეობას, მაგრამ აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუკი სისრულეში მოიყვანთ თქვენს განზრახვას?“. მელიას ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აიძულებენ, 30 ნოემბერს, "რუსთავი ორის საქმეზე გადაწყვეტილება ხელისუფლების სასარგებლოდ გამოიტანონ".

კომენტარები