საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

დეკანოზი დავითი: მ. თეოდორე გიგნაძე და მ. ალექსანდრე გალდავა მწვალებლები არიან

სამღვდელოება რომელიც ბუჩქებშია ჩასაფრბეული, სწორედ ამას გაიძახოდა, რომ მერე რა მოხდა "პაპის ვიზიტი" - და ახლაც იგივეს გაიძახის. მინდა პირდაპირ დავასახელო ისინი და არა მხოლოდ ამ კონტექსტში, არამედ სხვა საკითხებზეც, ცხონების საკითხი, ნათლისღების თემა. ეს დაჯგუფება არის ასეთი, თეოდორე გიგნაძე და ალექსანდრე გალდავა, რომელთაც აქვთ რაღაც საშუალებები, ტელეარხები, გამოდიან, ქადაგებენ, იწერენ და უამრავი ადამიანი შეჰყავთ შეცდომაში. მათ მწვალებლურ გამონათქვამებს უკვე საზღვარი აღარ აქვს. მე მომაწოდეს ამონარიდები მათი ქადაგებებიდან, ძალიან ბევრი ადამიანი ცდუნდება მათი საუბრებიდან გამომდინარე, ამის შესახებ უკვე საქმის კურსში არიან მაღალი იერარქები, ვინც წარმოადგენენ კომისიას, ვინც მსჯელობს ამა თუ იმ სამღვდელო პირის საღვთისმეტყველო და ზნეობრივ საკითხებზე. ჯერ-ჯერობით რეაგირება არ არის. ამიტომ მე პირდაპირ, ხმამაღლა ვამბობ, რომ ამ დაჯგუფებას ბოლომდე ვამხელთ, ვიდრე ისინი ან სინანულში არ იქნებიან ან კიდევ არ შეუჩერდებათ სამღვდელო მსახურება. თქვენ იცოდეთ, რომ ეს მღვდელმსახურები არიან ეკლესიის მტრები. მათი ქადაგებები სავსეა მკრეხელობით. ისინი არიან ღმერთისგან განდგომილი სასულიერო პირები. ურწმუნო ადამიანები.

განაცხადა ქადაგებისას წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიის დეკანოზმა დავით ისაკაძემ, მამა თეოდორე გიგნაძისა და მამა ალექსანდრე გალდავას შესახებ.

კომენტარები