საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა პეტრე: საეკლესიო დაპირისპირება უკონტროლო გახდება, ისაკაძეს ეშინია

ამ დაპირისპირებაში არც ერთი მხარეა ტარიგი და არც მეორე ბომონი... არ მგონია ქრისტეს მცნებებისთვის "დამაშვრალ", სარწმუნოების აპოლოგეტ მამას რომელიმე სასულიერო პირის ქადაგება აინტერესებდეს. ბევრად უფრო იაფფასიანი თამაშის წამოწყებაა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მისი მარცხით დამთავრდება. მას ქრონიკული შიში აქვს, მასზე მეტი მასა სხვა მღვდელმა არ მოაგროვოს. ეს ის შემთხვევაა, როცა უპირატესობა არა რაოდენობის მხარეს, არამედ სამართლიანობის მხარეს გადაიხრება და ვშიშობ, ასე ნანატრი სამართლიანობა ორივეს მიღმა არ აღმოჩნდეს. ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდება. ამასობაში მრევლად წოდებული ცხვრის ფარაც გაანძრევს, ამ შემთხვევაში გონებას და იქნებ შევძლოთ თავისუფლად ამოსუნთქვა

წერს facebook-ზე მამა პეტრე კვარაცხელია დეკანოზ დავით ისაკაძისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

კომენტარები