ილია მეორე

პრეზიდენტი: პატრიარქის დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირია

ჩვენს ხალხს წილად ხვდა ბედნიერება, ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ.

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 84 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

კომენტარები