ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: მათ ადგილას, ვისაც თვალი უჭირავს ენმ-იდან გაქცევაზე, მანდატს დავდებდი

როდესაც შენ 5000 ამომრჩევლის სახელით შეხვედი პარლამენტში და ხვალ და ზეგ დააპირებ გასვლას და სხვა პარტიის სახელით წარმოდგები პარლამენტში, ჩემთვის მიუღებელია. მე რომ მივიღო გადაწყვეტილება და დავტოვო ნაციონალური მოძრაობის რიგები, საპარლამენტო მანდატს აუცილებლად დავდებდი.

ბევრი ადამიანი მინახავს ამ 4 წლის განმავლობაში, რომელიც ფიქრობდა, ნაციონალური მოძრაობიდან რომ გავალ, სახარბიელო შედეგი მექნებაო, მაგრამ საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახეს. ამიტომ, იმედი მაქვს, მავანი 2-ჯერ მაინც დაფიქრდება სანამ ნაბიჯს გადადგამს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მათ ადგილას, ვისაც თვალი უჭირავს გაქცევაზე, მანდატს დავდებდი, გამოვიდოდი პარლამენტიდან, ვიბრძოლებდი ახალი პარტიის ფარგლებში და თუ შევიდოდი, შევიდოდი პარლამენტში. ასე მოიქცეოდა ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები