ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

უგულავა: ვაპირებ, შევხვდე მიშას, "ბიბლიოთეკის უკლონისტებსა" თუ ნებისმიერ სხვა ჯგუფს

მე ვაპირებ, რა თქმა უნდა, შევხვდე მიშასაც, ჯერ დაველაპარაკები და მერე საშუალება როგორც კი მექნება, შევხვდები. ვაპირებ, ასევე, შევხვდე ყველა ჯგუფს, "ბიბლიოთეკის უკლონისტები" იქნებიან თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, აუცილებლად შევხვდები ყველას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიშას და თუ არის ნახევარი პროცენტიც კი (იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ, ძალიან ღრმად არის პროცესები წასული), რომ ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ, ისე, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ (ჩემი პოზიცია ზოგადად ცნობილია, ორი ღია წერილიც გამოვაქვეყნე) და მე ამაში რაიმე წვლილი შევიტანო, ძალისხმევას არ დავაკლებ

თბილისის ყოფილი მერის და ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიგი უგულავას, კომენტარი თანაპარტიელების დაპირისპირების შესახებ, საპატიმროს დატოვების შემდეგ.

კომენტარები