პარტია აღარ არის ერთიანი. ის გაყოფის წინაშეა. როდესაც ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტური პრობლემებია. პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის. არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია. სამწუხაროდ, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. ძალიან გულსატკენია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას და ის, რომ ჩვენმა თანამოზარეებმა ახალი პარტია გავაკეთოთ რთული წარმოსადგენია და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც შეუძლებელია წინსვლა და პროგრესი, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, სად დარჩები - აირჩევ პროგრესს, თავისუფლებას, თუ გადაეშვები "ნაციონალურ", პოპულისტურ დემაგოგიაში, რომელიც საზოგადოებას არაფერს მოუტანს.
tbl.ge/24g5
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი უგულავა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აშშ-ში რესპუბლიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდნენ
- სააკაშვილი: სუსი აპირებს ენმ-ს, ხაბეიშვილის დადანაშაულებას გადატრიალების მცდელობაში
- სოფო ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა
- ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა გახდა
- მელია: დავტოვე ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც სწორი ღირებულებები დატოვა




