გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე გაზპრომზე: გამარგინალებული და არაპოპულარული პირები ისტერიას აწყობენ

ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ. წესით, დღეს ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა გაზპრომთან მიმართებით.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებაზე.

კომენტარები