გიორგი ცერცვაძის დაკავება

ქუცნაშვილი ცერცვაძის საქმეზე: რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს [რუსეთთან], მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დანაშაულში ეჭვმიტანილი ხალხის მიმართ მართლმსაჯულება უნდა იყოს საკმაოდ მკაცრი ... გია ცერცვაძეს რაში სდებენ ბრალს, ეს არ ვიცი. არ შეიძლება აფხაზეთში ან უკრაინაში ბრძოლა იყოს ინდულგენცია. ეს არ არის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების საშუალება. ოთხოზორიას მკვლელიც იბრძოდა აფხაზებისთვის აფხაზეთში, ამ საბაბით არ გადმოგვცენ აფხაზებმა მკვლელობის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი? მკვლელების ნაწილში მე ვფიქრობ, უნდა ვითანამშრომლოთ [ოკუპანტ ქვეყანასთან]

უმრავლესობის დეპუტატმა ქართველი ჯარისკაცის გიორგი ცერცვაძის დაკავებაზე რუსთავი 2-თან ისაუბრა. ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და კიევის ციხეში ზის. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა.

კომენტარები