ვიზალიბერალიზაცია

ავრამოპოლუსი: უვიზო რეჟიმი საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან მეტად დააახლოებს

შეჩერების მექანიზმი ეხება ყველა ქვეყანას, რომელთანაც თავისუფალი სავიზო რეჟიმი გვაქვს, არა მხოლოდ საქართველოს. უვიზო რეჟიმის მინიჭება საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან მეტად დააახლოებს. გააღრმავებს ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს, რადგან უვიზო რეჟიმი არის ის ინსტრუმენტი, რაც პირდაპირ ეხება მოქალაქეებს.

როდესაც პირველად ვესტუმრე საქართველოს როგორც ევროკომისარი, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რადგან ძალიან ევროკავშირის ბევრი დროშა დავინახე ქუჩებში. ძალიან შემძრა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ასეთი ანტიევროპული რიტორიკა ვრცელდება. ქართველი ხალხი გვახსენებს, რომ ევროკავშირი სტაბილური, უსაფრთხო და კეთილდღეობის მომტანია.

ევროპარლამენტარი დიმიტრის ავრამოპოლუსი დღევანდელ სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა. როგორც ცნობილია, სწორედ დღეს უყრის კენჭს ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას.

კომენტარები