საზოგადოებრივი მაუწყებელი

პრემიერი: გვინდა, იყოს ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია

ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად, მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო. გვინდა, რომ იყოს ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია.

ამიტომ, მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისათვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომის ჭიდილი. გვინდა, გვქონდეს იმედი, რომ, შედეგად, პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, როგორსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს.

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიღებთ პროდუქტს, რომელიც იქნება ძალიან თანამედროვე, ძალიან საინტერესო და მას დაეკისრება ძალიან დიდი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასე რომ, წარმატებები მინდა, ვუსურვო მათ.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები