განათლების მინისტრი

ჯეჯელავა: ჭიანჭველას კვალიფიკაცია არ ჰქონდა ხტომაში და იმიტომ ჩავარდა

პირველი შეკითხვა, რომელიც ჩნდება, არის - რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან მამამისი გადამხტარა? ან ხტომის უნარი აქვთ ჭიანჭველებს ფიზიოლოგიურად? მოკლედ, ეს არის მაგალითი, პიროვნების, არსების, რომელმაც ზუსტად იცის, რომ რაც არ შეუძლია, იმას კიდებს ხელს. ანუ არ იცის გადაცემის წაყვანა, მაგრამ მიჰყავს, არ იცის გადაღება, მაგრამ იღებს... პირველი ამას ვერჩი.

მეორე - ის ჩავარდა, ლოგიკურიც არის, აზრზე არ იყო და ჩავარდებოდა ანუ კვალიფიკაცია არ ჰქონდა საერთოდ ხტომაში და ეს თვითონაც იცოდა სავარაუდოდ და ჩავარდა. და, აი მაგ მომენტიდან ჭიანჭველა რას აკეთებს? არაფერს არ აკეთებს. ხტომა თუ არ იცის, ამოხოხება ხომ მაინც იცის და ამოხოხდეს ან სცადოს ამოხოხება. ანუ, ჭიანჭველა არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვა თავისი არაკომპეტენტურობით, თავისი უნიჭობით და მერე მისი პრობლემა აღარ არის. სესხი აიღო, ვეღარ იხდის და მისი პრობლემა აღარ არის. სამსახურში რაღაც გააფუჭა და მისი პრობლემა აღარ არის, ანუ ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელმაც ითავა ისეთი რაღაცა, რისი თავიც არ ჰქონდა.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეკა ხოფერიას თოქ-შოუში.

კომენტარები