მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც ასეთი აზრი შეიძლება გაუჩნდეს თავში, რომ პატრიარქი [მოწამლოს]... წარმოუდგენლად მიმაჩნია, აბსოლუტურად. ამის არც პატრიარქს არ სჯერა და არც ჩვენს მღვდელმთავრებს, სულ ამაზე ვსაუბრობთ... დაკავებული რომ არის სასულიერო პირი, ეს პატრიარქმა რომ არ იცოდეს, არ შეიძლება, მაგრამ რა იყო, როგორ იყო, არავინ არ იცის. რაც შეეხება იმას, რომ ასეთი აჟიოტაჟია ამის გამო ატეხილი, არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს რა არის, მაგრამ თუკი რაიმე სერიოზული ამბავია, ცხადია, რომ ამას ის სამსახურები, რომლებიც ამით არიან დაკავებულები, ასე პირდაპირ არც თქვენ მოგიყვებიან და არც ჩვენ.
tbl.ge/26j1
დაკოპირდა

რუსთავი ორის ცნობით, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პატრიარქის მოწამვლის მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ამავე თემაზე
- "3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა
- პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა
- 1 არხი: საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა
- საქართველოს საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია
- მეუფე ანტონი: სინოდზე დავაყენებთ ბავშვების წამლის, პატიმრობების საკითხებს




