რუსთავი 2-ის საქმე

რებეკა ჰარმსი: მედიას არ უნდა აკონტროლებდეს მთავრობა, თანადგომას ვუცხადებ რ2-ს

შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გამო. მან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში მედიაპლურალიზმის მყიფე ბალანსს. პრესის თავისუფლებასა და პლურალიზმს არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისთვის, საქართველოს დემოკრატიული პროცესისა და პროევროპული მისწრაფებებისთვის. მედიას და პრესას არ უნდა აკონტროლებდეს მთავრობა და არც მასთან დაახლოებული პირი. ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს და მის ყველა თანამშრომელს 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, რებეკა ჰარმსი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება რუსთავი 2-თან დაკავშირებით

კომენტარები