საპატრიარქო

მეუფე პეტრე ტელევიზიიდან გათავისუფლებაზე: გადაწყვეტილება უწმიდესმა მიიღო

უწმიდესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა ვინმე სხვამ. ჯერ არ ვიცი [ვინ]. არის ასეთი სიბრძნე: თუ ადამიანმა დაკარგა თანამდებობა, არაფერი არ დაუკარგავს; თუ დაკარგა ფული ან ქონება, არაფერი არ დაუკარგავს; თუ ადამიანმა დაკარგა ჯანმრთელობა, არა უშავს, შეიძლება, დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ თუ დაკარგა მადლი, ყველაფერი უკვე დაკარგული აქვს. ამას თვითონ უწმიდესი ქადაგებს ხშირად, მე ვცდილობ, მადლი არ დავკარგო

მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ საპატრიარქოს ტელევიზიაში მივიდა, სადაც ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის გენერალური დირექტორობიდან მისი გადაყენება ილია მეორის გადაწყვეტილება იყო.

კომენტარები