დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30 000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4 500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14 000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს.