სამადაშვილი: გაზპრომი რუსეთისთვის პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტია

გაზპრომი პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტია რუსეთისთვის. როდესაც გაზპრომის მოვლენაზე ვმსჯელობთ, უნდა დაისვას შეკითხვა, არის თუ არა ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ივანიშვილი, გაზპრომის ყველაზე მსხვილი აქციონერი?! ჩემთვის გასაოცარია, როდესაც უმრავლესობის დეპუტატები, რომლებთაც მანდატი ამომრჩევლებმა სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის მისცეს, თვალით უნახავ ხელშეკრულებაზე, დარწმუნებით საუბრობენ. ნუ ატყუებთ საზოგადოებას, რომ ეს ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს ინტერესებითაა დაცული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის, განცხადება გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების შესახებ

კომენტარები