არავინ ფიქრობს იმაზე, რა სურს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს?! მათ უნდათ იცხოვრონ ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში და არა ივანიშვილის ბაღში, განსხვავებით კალაძისა და კვირიკაშვილისგან. მათ სურთ, ჰქონდეთ სამსახური და არჩინონ ოჯახები, არ წაართვას სახელმწიფომ ხშირ შემთხვევაში ერთადერთი შემოსავალი - სოციალური დახმარება... ჩვენს საზოგადოებას არ უნდა, რომ პოლიცია მიუღებელი მეთოდებით - ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებით ებრძოდეთ. ის სურათი, რაც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი, რეალობას არ ასახავს არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციის ჭრილში. თქვენი რაოდეობა არ ასახავს მოსახლეობის განწყობას. ამიტომ, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას.
პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა
მელია უმრავლესობას: თქვენი რაოდენობა არ ასახავს მოსახლეობის განწყობას
tbl.ge/29vy
დაკოპირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე.
ამავე თემაზე
- უგულავა: გიორგი მარგველაშვილი ვერ იქნება ჩვენი პარტნიორი
- პრეზიდენტი უმრავლესობას: რატომ ედრებით 2012 წელს? საზოგადოებას დღეს აქვს პრობლემები
- ბოკერია: პატივცემულო ივანიშვილის გუნდო, ევროპა რეგულაცია კი არა, თავისუფლებაა
- გოგიჩაიშვილი: რომ არა წინა ხელისუფლება, დღეს საქართველო იქნებოდა უკეთეს სიტუაციაში
- გოგიჩაიშვილი ოპოზიციას: ივანიშვილმა გაგითენათ შავი დღე, რაც არასდროს დამთავრდება