უვიზო რეჟიმი

ასლი: პრემიერთან შეხვედრაზე ჩამოსული ინვესტორები საზღვარზე საათობით გააჩრეს

იცოდეთ, რომ უცხოელ ვიზიტორებს, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა ისედაც, უვიზოდ შეუძლიათ სასაზღვრო სამსახური სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მოწვევას და დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტებს სთხოვს. 

ვინც ვერ წარადგენს ამ დოკუმენტაციას მათ უკან აბრუნებენ!

ჩემთვის გასაგებია სასტუმროს ჯავშნის მოთხოვნა, მაგრამ რა საჭიროა ქვეყნიდან მოწვევის წერილი, მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმი გვაქვს ქვეყანასთან?

თუმცა სრულიად მიუღებელია სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა! მე მიმოგზაურია მთელს მსოფლიოში და არსად, არცერთი ქვეყნის საზღვარზე არ მოუთხოვიათ ჩემთვის დაზღვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი!

მე არ ვიცი, ვინ არის სრული იდიოტი, რომელმაც მოიგონა, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი გვაქვს ასეთი მოთხოვნები წაგვეყენებინა. ასეთ მოთხოვნებს ნეგატიური გავლენა აქვთ ტურიზმზე, ხოლო ინვესტიციების მოზიდვაზე ამას უზარმაზარი გავლენა აქვს!

გუშინ ღამით, ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი ინვესტორი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის გამო ჩამოვიდა. ისინი სასაზღვრო დეპარტამენტმა საათობით სრულიად უმიზეზოდ გააჩერა, მათ ქვეყანაში არ უშვებდნენ, სანამ მე არ ავწიე ამ ამბის გამო ხმაური! უკვე უნდა დავემშვიდობოთ საქართველოში საინვესტიციო გეგმებს! - აი სწორედ ეს ხდება როდესაც ქვეყანაში რეგულაციებს სრული უვიცები წერენ და იღებენ!

კიდევ გინდათ უცხოური ინვესტიციები? დამიჯერეთ, ეს შეგიძლიათ დაივიწყოთ!

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი საკუთარ facebook-ზე.

კომენტარები