იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ომბუდსმენი იუსტიციის საბჭოს განცხადებაზე: ეს არასერიოზულია

მაშინ, ცალკე მივიღოთ კანონი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის შესახებ, ცალკე მივიღოთ კანონი პოლიციელთა დაცვის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის შესახებ და ყველა იმ ჯგუფის შესახებ, ვისთან დაკავშირებითაც, შეიძლება, რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას ოდესმე. ჩემი აზრით, ეს არასერიოზულია, ასეთი გადაწყვეტილება. მითუმეტეს, არსებობს გარკვეული რეგულაციები. ყველა საჯარო მოხელე არის ვალდებული, დაიცვას კანონი და გარკვეული თმენის ვალდებულებები გააჩნია ყველას, ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და ამაზეც უნდა ვიფიქროთ. 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები. ასევე, "უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები". იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სასამართლო კორპუსის და მოსამართლის მიმართ ნებისმიერი ისეთი საჯარო განცხადება, "რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს".

კომენტარები