ახალი კონსტიტუციის პროექტი

აბესაძე: ვერ თავისუფლდებიან წყენისგან, რომელიც ივანიშვილს აქვს პრეზიდენტის მიმართ

სამწუხაროა, რომ ისინი [ხელისუფლება] როგორც ჩანს, ვერ თავისუფლდებიან იმ პირადი წყენისგან, რომელიც ივანიშვილს აქვს მარგველაშვილის მიმართ. უმრავლესობას ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს, რომ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა აღარ განხორციელდეს, უბრალოდ, ამ საკითხს ახლა იყენებენ პოლიტიკური შანტაჟისთვის, პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ საკითხზე ისინი უნდა მსჯელობდნენ საზოგადოებასთან ერთად და ჩვენი ინიციატივის შესაბამისად, უნდა იმართებოდეს პლებისციტი.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ერთიანი საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე საკონსტიტუციო პროექტის და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შესახებ.

კომენტარები