მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

კაპანაძე: როგორ შეიძლება, ხალხისთვის აზრის კითხვა დესტრუქციული ნაბიჯი იყოს

ერთადერთი ამოცანა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ამ წუთებში, ეს არის ამ ორ საკითხზე, პრეზიდენტის არჩევაზე და გაუნაწილებელი მანდატების მითვისებაზე პირველი პარტიის მიერ, დავეკითხოთ ხალხს და ვკითხოთ მათი აზრი. ეს როგორ შეიძლება, ვინმემ შეაფასოს, როგორც დესტრუქციული ნაბიჯი და დესტრუქციული ქმედება, არის ჩემთვის სრულიად გაუგებარი

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე, ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიის ინიციატივა, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ჩატარდეს პლებისციტი, დესტრუქციულ ნაბიჯად შეაფასა

კომენტარები