აბესაძე შრომის ინსპექციაზე: ახალი მექანიზმების შემოღება არ არის რეალური გამოსავალი

ვიზიარებთ დაღუპულების ოჯახის წევრების მწუხარებას. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს აიძულებთ, ასეთ სარისკო სამუშაო ადგილებზე მუშაობას დასთანხმდნენ. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ საქართველოს კანონი დღესაც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, აკონტროლოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები, ისეთი, როგორიც არის მაგალითად, შახტა და პერიოდულად განახორციელოს კონტროლი, რათა მისი ექსპლუატაცია ხდებოდეს ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოში. ახალი, დამატებითი მექანიზმების შემოღება არ არის რეალური გამოსავალი

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, საუბრობს იმის შესახებ, საჭიროა თუ არა დამატებითი რეგულაციების შემოღება შრომითი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გუშინ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, 4 მუშა 400 მ. სიმაღლიდან შახტაში ჩავარდა და დაიღუპა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები