საქართველოს პატრიარქი

ილია II: კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში

საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში.

პატრიარქი ილია მეორე დღევანდელი ქადაგებისას.

კომენტარები