საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ქართველ ამომრჩეველს ეს დაპირება მივეცით

დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება - მეორე მოსმენით განვიხილეთ და მივიღეთ კონსტიტუციური კანონის პროექტები: საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები და კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ. ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც  სწორედ ამ დაპირებების საფუძველზე გამოგვიცხადა კონსტიტუციური ნდობა. ჩვენ პირნათლად და ძალიან თანმიმდევრულად ვმოქმედებთ ამ გამოცხადებული ნდობის შესაბამისად

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე, რომელსაც მხარი ქართული ოცნების 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო. კონსტიტუციასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც.

კომენტარები