აბაშიძე: რუსეთმა საერთო ენა ვერავისთან მონახა - საქართველო გამონაკლისი არ არის

რუსეთმა საერთო ენა ვერ მონახა ვერც აშშ-სთან, ვერც ევროკავშირთან და ვერც სხვა ქვეყნებთან. ასე რომ, საქართველო გამონაკლისი არ არის. მე ამის [სოფელ ბერშუეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე] შესახებ მექნება საუბარი კარასინთან. აუცილებლად ხაზგასმით ვეტყვი, რომ ეს არის მიუღებელი. როგორც საქართველოს მოქალაქე, მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ასევე, როგორც პრემიერის წარმომადგენელს ჩვენ აქ ჩვენი მანდატები გვაქვს. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ ეს ყოვლად მიუღებელია. ეს სერიოზულ რისკებს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გორში, სოფელ ბერშუეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მინისტრების პასუხი ევროპულ საქართველოს

კომენტარები