ბირჟა მაფიას საქმე

ხოშტარია შსს-ს: რეპერების საქმეზე ქულების ჩაწერით და ჩაფარცხვით ვერ გამოძვრებით

ვესაუბრე გიორგი ქებურიას (ბირჟა მაფია) დედას და აღმოჩნდა, რომ იმის ნაცვლად, რომ დიდი ბოდიში მოეხადათ ამ სახელმწიფოსგან დაჩაგრული ადამიანისთვის, კიდე ბედავენ და დაატარებენ აქეთ იქით, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის და იმუქრება ფაქტიურად, კრიმინალს ეძახის და პრეტენზიებს უყენებს! ქულების ჩაწერით და ჩაფარცხვით ვერ გამოძვრებით. არავინ დაგაჩაგრინებთ წესიერ მოქალაქეს აზრის გამოთქმისთვის! დროზე მორჩით ამ მარაზმს, თქვენთვის აჯობებს!

 

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია "ბირჟა მაფიას" საქმეზე ახალ დეტალებს ეხმაურება. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გიორგი ქებურია და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ ახალი პროვოკაცია მზადდება და არ გამორიცხავენ რომ ქებურია და მგალობლიშვილი კვლავ დააკავონ

კომენტარები