პატრიოტთა ალიანსი

მარშანია: შევქმნით პარლამენტთა შორის ჯგუფს რუსეთ-საქართველოს დეპუტატებისგან

უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა [რუსეთის დუმის დეპუტატებთან]. ეს ძალიან კარგი ამბავია. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქმნით პარლამენტთა შორის ჯგუფს რუსეთ-საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებისაგან. რუსეთის ფედერაციის დუმა მზად არის, შექმნას ეს ჯგუფი. სრულიად პარლამენტის სახელით გვესაუბრნენ. რაც შეეხება ჩვენს პარლამენტს, მოგეხსენებათ, აქ სირთულეებია. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს, რომ ასეთივე ანალოგიური ჯგუფი უნდა შეიქმნას ჩვენს პარლამენტშიც და ყველა ფრაქცია უნდა იყოს გაერთიანებული და ძალიან შევეცდებით ამას. ეს ისეთი აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნუ, არ ვიცი, გადაჭარბებული შეფასებაც შემიძლია მივცე

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია ტვ ობიექტივთან საუბრისას. რუსეთთან "დიალოგის დაწყების" მიზნით, საპარლამენტო ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში რუსეთის დუმის წევრებს შეხვდნენ.

კომენტარები