თათია დოლიძე მის მიმართ მუქარაზე: ეს დანაშაულია, რეაგირებაც შესაბამისი იქნება

მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის.

გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი თათია დოლიძე ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორების მხრიდან მის მიმართ მუქარას Facebook-ში ეხმიანება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია: ჯგუფური გაუპატიურებისკენ მოწოდება ისჯება, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი

კომენტარები