კალაძე თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე: ოპონენტებს მორალის ფარგლებში დაუპირისპირდით

ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია, აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე.

საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ.

მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორების მხრიდან თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას Facebook-ში ეხმიანება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება-გაუპატიურებისთვის ინტერპოლის ძებნილი დააკავეს

კომენტარები