ე.წ ქართული მარში

წიკლაური: ე.წ. ქართული მარშის საწინააღმდეგო აქციები უმეცრება და ფარისევლობაა

კორკოტაშვილის, წითელაშვილის და ოცნების მიერ ქართველ ურაპატრიოტებად დანიშნული სხვა კლოუნების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო მარშები ან გულუბრყვილო უმეცრებაა ან ფარისევლობა.

ასეთებს წინასაარჩევნოდ კიდევ ბევრს გამოყრიან, რათა მთავარი ბოროტებიდან ყურადღება მეორეხარისხოვან, მყვირალა არარაობებზე გადაიტანონ.

ბოროტებას და ქვეყნის მტრობას ერთი სახელი აქვს: ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა.

ისრების კორკოტებზე გადატანა და საზოგადოების დეზორიენტაცია თვით ივანიშვილის სურვილია.

პროტესტი, რომელიც არ არის ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული, რეალურად ემსახურება ოცნების ინტერესებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაური ე.წ. ქართული მარშის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ფეისბუქზე წერს. საწინააღმდეგო აქციები ქალთა ორგანიზაციებმა უკვე გამართეს, ხვალ კი, ევროპული საქართველოს ორგანიზებით, მოქალაქეები აღმაშენებლის გამზირზე იკრიბებიან.

კომენტარები