ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ილია II-ის მეოხებითა და კურთხევით, არაერთი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა

კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულის გამო, სნო იქცა ქართველებისთვის წმინდა ადგილად. ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ამ ადგილას ასეთი მნიშვნელოვანი საქმის [სასტუმროს გახსნა] მოწმენი ვართ. კათოლიკოს-პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით, საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა და დღესაც ვართ ერთ-ერთი საშვილიშვილო საქმის მოწმეები. ეს საქმე თავის წვლილს შეიტანს საქართველოში მთის გაძლიერებაში, სულიერებისა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერებაში

პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე სნოში სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე

კომენტარები