სამხედრო სწავლება

ზურაბიშვილი: ამერიკული სამხედრო ტეხნიკა რისი მომტანია ჩემთვის ნათელი არაა

შეიძლება იმიტომ რომ ათი დღით ჩამოვშორდი ქართულ პოლიტიკის ვნებათაღელვას, შესაძლოა იმიტომ რომ შორიდან სხვანაერად აფასებ ყველაფერს და მშვიდ გარემოში მსჯელობა სხვაგვარადაა... რაც არ უნდა იყოს ვერ ვხედავ რატომ გვიხარია დაძაბულობა რომ მატულობს ჩვენს ირგვლივ და ოკუპირებულ ტერიტორიების სიახლოვეში ... ამერიკული სამხედრო ტეხნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია ჩემთვის ნათელი არაა... ეს არ არის - ჩვენ რომ გვგონია ან გვინდა გვჯეროდეს - ისეთი მკაფიო განაცხადი " ხელი არ ახლოთო თორემ აქ ვართ და ნახავთ " ... ამ ტეხნიკის დემონსტრირების უკან რა დგას და საერთოდ რამე ჩანაფიქრი თუ დგას ცოტაარ იყოს მეეჭვება? არის კი ამერიკა მზად პასუხისთვის მცოცავი ქმედებებიდან ღია აგრესიაზე რომ გადავიდეს ჩვენი ისედაც აღგზნებული მეზობელი? 
ვშიშობ ახალ ადმინიტრაციას არც გამოცდილება და არც შორს მჭრეტავი ხედვა არ გააჩნია ამ რეგიონის კონფლიქტების მოგვარებისათვის, არც შემუშავეული ენა და მიდგომა რუსეთი რომ შეაჩეროს. ამ დღეებში გავრცელებულ კადრებს აშსს უყურებს როგორც კინოს : აი რა მაგრები ვართო და რუსების არ გვეშინია-თქო ... მაგრამ ამ ჟესტიკულაიის იქით გარანტია არ სჩანს. 
... ჩვენ კი აგვიტაცა რაღაც ილუზიამ რეალურ მხარდაჭერის რომელიც არც 2008 წელს განხორციელებულა და არც გუშინ უკრაინის მიმართ. კარგად მესმის რატომ ვერ განხორციელდა და რატომ არც უნდა ველოდოთ ამაზე მეტი... ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს, ცრუ იმედებს და ვითომ დაპირებებს არ დავუჯეროთ, სუფრთხილე და ჭკუა არ დავკარგოთ ... ვიცოდეთ მეგობარს რა და რამდენი ვთხოოთ ...ასევე მტრის რეალური ძალა ვიცოდეთ და უადგილოთ არ გამოვიწვიოთ ! ეს შეცდომა დავუშვით 2008 წელს და შედეგებს ვიმკით დღემდე .... ერთ კვირაში 7 აგვისტოა და არც არაფერი მიხარია...[სტილი დაცულია]

პარლამენტი დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების შესახებ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს

კომენტარები