მაიკ პენსის ვიზიტი

ჯანელიძე: პენსის ვიზიტი სიონში ჩვენი რწმენის პატივისცემის გამოხატულება იყო

მაიკ პენსის ვიზიტში ორი მნიშვნელოვანი საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცეპრეზიდენტის გზავნილები საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით და ისტორიის, კულტურის ტრადიციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ბატონი ვიცეპრეზიდენტი ესტუმრა სიონს, ასევე შეხვდა პატრიარქს, რაც არის ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რამდენად დიდ პატივს სცემს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს დიდ ისტორიას, კულტურას, რწმენას და ყველა იმ ღირებულებას, რომელიც ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი. ამ 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები დგას სწორედ ამის გვერდით

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში

კომენტარები