აგვისტოს ომი

პრემიერი: ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს და შევრიგდეთ

რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველაფერი სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზების და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს”,

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

კომენტარები