დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

რამიშვილი: ე.წ ციანიდის საქმის მტკიცებულებები არის ცარიელი მაკულატურა

რა მტკიცებულებებიც არის საქმეში, მე შემიძლია გითხრათ, რომ ის 10-ტომეული არის ცარიელი მაკულატურა, არაფერი მაგით არ მტკიცდება. რაც შეეხება მოწმეების დაკითხვის პროცესს და მათ ჩვენებებს, ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება წარდგენილი ბრალის საფუძვლიანობა და არგუმენტაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი არის ყველანაირი სამართლებრივი სივრციდან გასული. ვერცერთი ე.წ.დაზარალებული და ე.წ. მოწმეები, ოქროს მოწმის ჩვენებითაც კი ვერ დასტურდება ის, რომ თითქოსდა დანაშაული მზადდებოდა. მამა გიორგის წინააღმდეგ გარკვეული პროვოცირებული ქმედება განხორციელდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ. ცნობისთვის, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

კომენტარები