ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ელისაშვილი: მადლობა ენმ-ს, მაგრამ ამ შემოთავაზებაზე უარს ვიტყვი

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის - ნებისმიერი მხარდაჭერა ამ დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემოთავაზებაზე უარს ვიტყვი, იმიტომ, რომ პირველ რიგში ხელისუფლებას და მათ შორის ცესკოს უნდა დავუმტკიცო, რა ძალა აქვს ხალხს და როგორ შემიძლია ხალხთან ერთად ნებისმიერი მათი საარჩევნო ხრიკი და მავნებლობა ჩავყარო წყალში.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს, რომ ზაალ უდუმაშვილის შეთავაზებაზე უარს ამბობს. ცნობისთვის, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ელისაშვილს 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში დახმარება შესთავაზა.

კომენტარები