გიორგაძე: ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელ საქართველოში იმოგზაურებს

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამოსვენების შემდეგ, პრაქტიკულად, მთელ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, მოილოცოს – ნეშტი არ იქნება მხოლოდ თბილისში და არ გაჩერდება მხოლოდ ერთ ადგილას, არამედ იმოგზაურებს მთელ საქართველოში, ყველა ეპარქიაში. დღევანდელი კონტრაქტი ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დროებით (6 თვით) მოხდეს წმინდა ნაწილების ჩამობრძანება, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ ეს ვადა გარკვეული ხნით კიდევ უფრო გაგრძელდეს. როგორც მინიმუმ, ექვსი თვე ჩვენ გვექნება საშულება, რომ ეს წმინდა ნაწილები საქართველოში იმყოფებოდეს.

ნეტგაზეთის ცნობით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქეთევან დედოფლის ნაწილების ჩამოსვენებაზე. აღსანიშნავია, რომ ქეთევან წამებულის ნაწილების საქართველოში ჩამოტანას ბიუჯეტი 343 000 ლარით აფინანსებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები