ცოტაოდენი იმედი მაინც მქონდა, რომ სასამართლო მაინც იქნებოდა დამოუკიდებელი, თუმცა ჩანს, რომ არათუ დამოუკიდებელი, თვეების წინ მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერეს. პროკურორები ისეთი მშვიდი სახეებით ისხდნენ პროცესზე, წინასწარ მათ თანხმობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ალბათ მოსამართლის გადაწყვეტილებაც წინასწარ იცოდნენ. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა კი არა, ერთი დღითაც კი უსამართლოა. სასამართლო და სახელმწიფო ვერ გათავისუფლდა, ეტყობა ეს ერთობლივი პროექტი იყო. სახელმწიფოს სირცხვილად ჩაითვლება ეს საქმე. სასამართლოზე აღარ არის საუბარი. ყველა ამბობდა, რომ პატრიარქის სიცოცხლე გადაარჩინეს, მაგრამ გუშინ გამოჩნდა, რომ ეს დიდი სიცრუე იყო. ტყუილში აცხოვრებენ საზოგადოებას, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ტყუილს მოკლე დღეები აქვს.
tbl.ge/2hhe
დაკოპირდა
განაცხადა მამა ანდრია სარიამ რუსთავი 2-ის ეთერში მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვევთა შეუფარდა.
ამავე თემაზე
- პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარისთვის პასუხისგებაში მისცა
- მეუფე იაკობი: მამა გიორგიზე მიჩენილები არიან, რომ არ თქვას არც ერთ იერარქზე
- ოხანაშვილი: შორენამ საპატრიარქოში მკითხავთან ერთად ნემსებიანი თოჯინა იპოვა
- პროკურატურა: დეკანოზი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ის მამაოდ
- რამიშვილი: გაუგებარია პროკურატურა რა ჯგუფის დასადგენად აწარმოებს გამოძიებას